დიდთოვლობამ საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე პრობლემები შექმნა. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ50-კმ158 (ოკამი-ბორითი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.