თბილისის განვითარების ფონდი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქ. I შესახვევის N 6-ში ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ახორციელებს.

აღნიშნულ მისამართზე არსებული 4-სართულიანი ავარიული შენობის სრული დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად, მრავალბინიანი, 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება. პროექტის შედეგად, ფართებით
დაკმაყოფილდება 19 ოჯახი. 


სამშენებლო სამუშაოებს შპს „ბკ ქონსთრაქშენი“ ასრულებს და ღირებულება 6 470 558 ლარია.


ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ხიმინჯების მოწყობა; ლითონისა და რკინა-ბეტონის კოლონების მონტაჟი; ლიფტის შახტისა და კიბის უჯრედის ყალიბება. 


სამუშაოები ხორციელდება საინჟინრო-ტექნიკური სტანდარტების მკაცრი დაცვით.


ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები 2023 წლის 8 აგვისტოდან დაიწყო და 2026 წლის 8 აგვისტომდე გაგრძელდება.


პროექტის მიზანია მაცხოვრებლებისთვის უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნა, ქალაქის განაშენიანების გაუმჯობესება და სივრცითი განვითარების ხელშეწყობა.