პროცესის მიმდინარეობას, ჯანდაცვის მინისტრი, მოადგილე თეა გიორგაძესთან ერთად, გაეცნო. მიხეილ სარჯველაძემ, მომავალ ექიმებს, გამოცდებსა და მომდევნო პროფესიულ საქმიანობაში, წარმატება უსურვა.

 ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდები 28 ივლისს დასრულდება. გამოცდებზე 1 592 დიპლომირებული მედიკოსია დარეგისტრირებული, რომლებიც, წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში,
რეზიდენტურის გავლას შეძლებენ. 


საკვალიფიკაციო გამოცდების დასრულების შემდეგ, 29 ივლისიდან - 31ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდება, სადაც 1 036 მედიკოსია დარეგისტრირებული და წარმატებით ჩაბარების
შემთხვევაში, ისინი, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სერტიფიკატს მიიღებენ.