„მწვანე ბიუჯეტის“ პროექტის ფარგლებში,  ზუგდიდში,  სამაიას ბაღის, ბარამიას, ბუკიას, ნიკოლაძის ქუჩებისა  და რუხის თავშესაფრის გამწვანების სამუშაოები  მიმდინარეობს.

სამაიას ბაღში გამწვანების სამუშაოებში ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან და საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრებთან ერთად ჩაერთო.

სამაიას ბაღში ჯამში 70 ძირი ხე-მცენარე დაირგო.

მამუკა წოწერიამ  აღნიშნა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცე და მოქალაქეებს მოუწოდა, მომავალ წელსაც აქტიურად ჩაერთონ ქალაქის კეთილმოწყობის პროცესში. რაც ყველაზე მნიშნელოვანია, გათვალისწინებულია მათი ინტერესი.

მწვანე ბიუჯეტი არის პროცესი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის გარე იერსახის მოწესრიგებაში და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა/მოწყობაში. მწვანე ბიუჯეტის მეშვეობით მოქალაქეებს შეუძლიათ თვითონ, თანამონაწილოებით გადაწყვიტონ, თუ რაში დაიხარჯება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამ მიზნით გამოყოფილი თანხები.

პროექტის ფარგლებში სხვადასხვა  დასახელების 116 ძირი ხე-მცენარის დარგვის პროცესი მიმდინარეობს.

--