ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილურ კლინიკაში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

აწესებულებაში სრულად გარემონტდა ემერჯენსი ,საოპერაციო ბლოკი, რეანიმაციული და ქირურგიული განყოფილებები, აღიჭურვა თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით.

ახლად რეაბილიტირებული სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. მისი განცხადებით, კლინიკა დასავლეთ საქართველოს მაღალტექნოლოგიური სერვისებითა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა აუცილებელი პროცედურა, რათა კლინიკამ მიიღოს შესაბამისი ნებართვა და სრულფასოვნად დაიწყოს ფუნქციონირება.

კლინიკაში მინისტრთან ერთად, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი იმყოფებოდნენ.