სენაკის მუნიციპალიტეტის ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის ლეგოგიეს უბანში, გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულებულია.
სარეაბილიტაციო არეალი 4 495 გრძივი მეტრია.
ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ: საქართველოს პარლამენტის წევრი, ფოთის, სენაკისა და ხობის დელეგატი, გიორგი ხახუბია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია და მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია.
მასშტაბური პროექტის ფარგლებში, სრულად მოწესრიგდა დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა, საფეხმავლო ბილიკი, სანიაღვრე სისტემა.
პროექტი, ღირებულებით - 1 671 421 ლარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა.