ხანძრებია მარტვილის მუნიციპალიტეტში. წაჩხურუს მთის ფერდობზე და სალხინოში, ლეცავეს უბნის ფერდობზე ცეცხლი უკიდია ეკალბარდებს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ორივე ლოკაციაზე მუშაობენ სახანძრო- სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
მათივე ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება.