ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ჩაქვში მდებარე ლაო ჯინ ჯაოს სააგარაკე სახლის, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ზაურ ახვლედიანთან  და სხვადასხვა  უწყების წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.


 სააგენტო მუშაობას იწყებს  შენობის ინტერიერის დიზაინზე. იგი ითვალისწინებს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით საგამოფენო სივრცის მოწყობას, სადაც შესაძლებელი იქნება ქართული ჩაის ისტორიის სრული სურათის გაცნობა, ჩაის დეგუსტაცია, სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება და ა.შ. შედეგად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ბაზაზე ქართული საზოგადოება მიიღებს კიდევ ერთ ახალ, საინტერესო და მიმზიდველ კულტურულ ცენტრს.