ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში ,,თევზის ფესტივალი“ გაიმართა. ღონისძიებას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ნაწარმი, მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მდინარე სუფსაზე ნავით გაესეირნათ,  დაეგემოვნებინათ ადგილობრივი თევზის ნაირსახეობა, გაცნობოდნენ ტრადიციული კერძების მომზადებისა და ასევე, სპინინგით თევზჭერის  მასტერკლასს.  
ღონისძიება  ბენდ „mix2ra“-ს კონცერტით დასრულდა.