ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი ხარაგაულელებს მიმართავს.
ძვირფასო ხარაგაულელებო, დღეიდან საქმიანობას ახალი უფლებამოსილების ვადით ვაგრძელებ. ეს არის თქვენი ნდობისა და ჩემი პასუხისმგებლობის გაგრძელება — ვალდებულება, რომ დაწყებული საქმეები ღირსეულად მივიყვანოთ ბოლომდე და ახალი მიზნებით კიდევ უფრო წინ წავიდეთ.
ბოლო წლებში, თქვენი აქტიური მხარდაჭერით, ხარაგაულში მილიონობით ლარის ღირებულების უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელეთ — ჩვენ ავაშენეთ საბავშვო ბაღები და სკოლები, განვაახლეთ გზები, წყალმომარაგებისა და გაზის სისტემები, შევქმენით თანამედროვე საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეები. მჯერა, რომ ახალი ვადის განმავლობაში კიდევ ბევრ პროექტს განვახორციელებთ, რომელთა მიზანია ახალგაზრდების მხარდაჭერა და განვითარება, სოციალური პროგრამების მნიშვნელოვნად გაფართოება და მოქალაქეთა ჩართულობის კიდევ უფრო გაძლიერება ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. - ნათქვამია ლურსმანაშვილის მიმართვაში.








