ხაშურის მუნიციპალიტეტში დაიწყო და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სოფელ ალიდან სოფელ ნაბახტევამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
გზის რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტი გარდამავალია. ამ დროისთვის ხორციელდება პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები.
პროექტის ღირებულება 826 125 ლარს შეადგენს.
გზის რეაბილიტაციის შედეგად სოფელ ალისა და ნაბახტევის მცხოვრებთა და ვიზიტორების გადაადგილების პირობები გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება.