ხაშურის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო. 


მუნიციპალიტეტის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი, ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პაპიაშვილი, მერის თანაშემწე მერაბ ბარბაქაძე და   ალის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლობის თანამშრომლები შეხვდნენ დუმაცხოვის, ახალუბნის, ქინძათის, მცხეთიჯვრის და ალის მოსახლეობას. 


მოქალაქეებმა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ერთობლივად იმსჯელეს პრიორიტეტულ პრობლემებზე და დასახეს მათი გადაჭრის გზები.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ კრებებზე მოსახლეობამ  შემდეგი პრიორიტეტები გამოკვეთა: დუმაცხოვში სანიაღვრეს მოწყობა გადაწყდა,  და ახალუბანში ბეტონის გზა მოეწყობა, ქინძათის, მცხეთიჯვრის და ალის მოსახლეობამ არჩევანი სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციაზე შეაჩერა.
მოქალაქეთა გადაწყვეტილებით შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის კრებები და კონსულტაციები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.