დაჭრილია ბიზნესმენი  ნიკოლოზ გეთიაშვილი. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, ბიზნესმენს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

ამ დროისათვის,  გეთიაშვილი გურჯაანის ჰეოჰოსპიტალშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

გურჯაანის ჯეოჰოსპიტალის მენეჯერის, გიორგი შათირიშვილის განმარტებით, დაჭრილს შესაბამისი მკურნალობა უკვე ჩაუტარეს და ამჟამად პაციენტი მედიკოსთა დაკვირვების ქვეშ იმყოფება. 

" ცეცხლნასროლი ჭრილობები აქვს, მუხელსა და ხელზე. ქირურგიული ჩარევა უკვე განხორციელდა, დაყოვნებულია საავადმყოფოში და ჯერ ვერ გეტყვით, რამდენ ხანს იქნება საჭირო მისი აქ ყოფნა" - განაცხადა შათირიშვილმა. 

ცნობისათვის, გეთიაშვილი გურჯაანის მერის ყოფილი მოადგილეა და  ამჟამად ტენიკის მაღაზია და კვების ობიექტები აქვს.

,,აიპრესი,, დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.