საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ირაკლი კუპრავასთან ერთად, კახეთის რეგიონში ახლად რეაბილიტირებული სკოლები დაათვალიერა და მოსწავლეებს და
მასწავლებლებს სასწავლო პროცესის განახლებულ გარემოში გაგრძელება მიულოცა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების არაშენდის და ბაკურციხის საჯარო სკოლებში რეაბილიტაციისა და აღჭურვის მასშტაბური პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სააგენტომ განახორციელა, რომლის ჯამური ღირებულება 11 მილიონ ლარამდეა.
განხორციელებული სამუშაოები შედეგად ორივე სკოლაში, სასწავლო სივრცეების პარალელურად მოწყობილია საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო და სააქტო დარბაზები, ღია და
დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული სივრცეები.
სკოლები უზრუნველყოფილია უსაფრთხოების სისტემებით და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ფუნქციონირებს რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი.
ევროსტანდარტების შესაბამის სკოლებში ყოველწლიურად 1000-მდე მოსწავლე შეძლებს განათლების მიღებას.