გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში  18 წლის ახალგაზრდა თანასოფლელებმა, ორდღიანი ძებნის შემდეგ, ერთ-ერთი მიტოვებული სახლის ეზოში, ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს. 

ადგილობრივების ინფორმაციით,  მამაკაცი სახლიდან საღამოს გავიდა, მარკეტში პროდუქტი შეიძინა, რის შემდეგაც  გაუჩინარდა. 

თანასოფლელების თქმით, მამაკაცი საზამთროს რეალიზაციით იყო დაკავებული და კონფლიქტი არავისთან ჰქონია. 

ამ წუთებში,  შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.