სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ ბაკურციხის 500 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად ეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები; ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი და სასადილო; ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი; ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.
სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის; უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების სისტემებით. აღიჭურვება ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსით, ინვენტარითა და ტექნიკით. პროექტის ჯამური ღირებულება 5 000 000 ლარამდეა.