შენობა გათვლილია 1000 მოსწავლეზე. მნიშვნელოვანია რომ, სკოლა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.
თანამედროვე სასწავლო სივრცეების პარალელურად მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო და სააქტო დარბაზი; ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.
რეაბილიტაციის სამუშაოებს,საჭირო ინვენტარითა და რესურსით აღჭურვას, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 8 900 000 ლარზე მეტია.