გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე მოხალისეთა ორგანიზაციის „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“დირექტორს ედუარდ ჯიშკარიანს შეხვდა. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორგანიზაციის საქმიანობას. განიხილეს ორგანიზაციის გეგმაც მოხალისეთა ტერიტორიული დანაყოფების შექმნის შესახებ, რომელიც ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს.
შეხვედრის ფარგლებში,ასევე, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები დაესწრნენ.