გურიაში ფაქტობრივად, ყველა სოფელთან მისასვლელი ცენტრალური გზა გახსნილია. ელექტროენერგიის და გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა პრობლემაც აღმოფხვრილია, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში გიორგი ურუშაძემ.
„ფაქტობრივად, უკვე ყველა სოფელთან მისასვლელი ცენტრალური გზა გახსნილია. ჩვენ უკვე გადავდივართ სამუშაოებზე შიდა სასოფლო გზების გახსნასთან დაკავშირებით. ელექტროენერგიის და გაზის მიწოდებას რაც შეეხება, აქაც სრულად არის აღმოფხვრილი ეს პრობლემები“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში
გიორგი ურუშაძემ.
იმერეთში სპეციალური კომისია ზარალის დათვლას განაგრძობს.
„სამ სოფელთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია. ამ მიმართულებითაც მუშაობა გრძელდება. სრულად დასრულდა მოსახლეობისთვის პროდუქტების დარიგება. რაც შეეხება მიყენებულ ზარალს, მიმდინარეობს კომისიური დათვლა“, - განაცხადა იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ბესო გოფოძემ.
აჭარაში ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი გზები აბსოლუტურად მოწესრიგებულია.
„ადმინისტრაციულ ერთეულთან დამაკავშირებელი გზები აბსოლუტურად მოწესრიგებულია და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. რაც შეეხება შიდა სასოფლო გზებს დაახლოებით 60%-ზე მეტი აღნიშნული საავტომობილო გზების უკვე მოწესრიგებულია და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. ხოლო ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში სამუშაოები კვლავ გრძელდება შიდა სასოფლო გზებზე“, - განაცხადა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ცინარიძემ.