გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით საკოორდინაციო შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, სამივე მუნიციპალიტეტის მერი, საგანგებო სიტუაციების სამსახურების, ,,ენერგო პრო-ჯორჯიასა" და ,,სოკარ ჯორჯია - გაზის" ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ, დღის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოები შეაჯამეს.
სხდომაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საუბარი
შეეხო, გზის გაწმენდით სამუშაოებს და აღინიშნა, რომ რეგიონში, ცენტრალური და შიდასასოფლო გზების ძირითადი ნაწილი თოვლის საფარისგან სრულად გასუფთავებულია და პროცესები აქტიურად გრძელდება.
ამასთან, საუბარი შეეხო სოფლებში გახსნილ მიკროშტაბებს, რომლებიც საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით მარაგდება. დღეის მონაცემებით სტიქიით დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000 - ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა.
განიხილეს ელექტრო ენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხი. ამ ეტაპისთვის რეგიონს თითქმის სრულად მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, ხოლო წერტილოვან დაზიანებებზე ინტენსიურად გრძელდება აღდგენითი სამუშაოები.