მსოფლიო ჭადრაკის ფედერაცია - FIDE დაარსების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს - 20 ივლისი ჭადრაკის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად ფიდემ წამოიწყო პროექტი გინესის მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად, რაც მსოფლიოს გარშემო  24 საათის განმავლობაში ყველაზე მეტი საჭადრაკო პარტიის გათამაშებას ითვალისწინებს. 

მსოფლიო რეკორდის დამყარების იდეას ფოთის  საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი - "ნანა ალექსანდრიას თასიც" შეუერთდა.  

ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის  მხარდაჭერით  წელს უკვე მეჩვიდმეტედ ტარდება და მასში მონაწილეობას 14 ქვეყნის 450-ზე მეტი მოჭადრაკე იღებს. 

ფესტივალის ფარგლებში 11 სხვადასხვა ტურნირი ტარდება. საერთო საპრიზო ფონდი კი 60 000 ლარს შეადგენს, რომელიც ფოთის მერიის მიერაა დაწესებული. გამარჯვებულთა დაჯილდოება 24 ივლისს გაიმართება