"საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში ჩვენი სკოლის მე-10 ა კლასის მოსწავლემ, მარიამ ღვანიამ მეორე ადგილი დაიკავა (დამრიგებელი მზია კოდუა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იამზე თედორაძე). 

კონკურსში საქართველოს სხვადასხვა სკოლის 600 -ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

დაჯილდოების ცერემონია ,,გარდენია შევარდნაძეში" გაიმართა. მარიამ ღვანიას სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქარი, პლანშეტი გადაეცა.ვულოცავთ მარიამს ამ ჯილდოს და წარმატებებს ვუსურვებთ.

ინფორმაციას ივ. ჯავახიშვილის სახ.ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლა/ Poti Public School N3  ავრცელებს.