დღეს ფოთის ცენტრალური სტადიონიდან კახეთის მიმართულებით საჰაერო ბუშტით გაფრინდნენ „სკაი ტრეველ"-ის, დამფუძნებელი და დირექტორი, რევაზ უთურგაური და პოლონელი პილოტი, კრიშტოფ ზაპარტი.

როგორც რევაზ უთუგურმა აღნიშნა, ეს არის მოსამზადებელი, საცდელი გაფრენა, რის შემდეგაც ისინი მსოფლიო რეკორდის დამყარებას შეეცდებიან, საჰაერო ბურთით ყველაზე დიდ მანძილზე გაფრენით.