"ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე, დეკანოზი მრევლის სიმშვიდისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, ბუნტი და დაპირისპირება ქრისტიანული წესი არ არის  და ამიტომაც, მის გულშემატკივრებს ლანძღვა-შეურაცხყოფისგან თავშეკავებას ურჩევს. 

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ.
მინდა გთხოვოთ ყველას სულიერ შვილებს, მეგობრებს, დებს და ძმებს 
ვფიქრობ კარგია გვერდში დგომა, მაგრამ არა ისეთი ფორმით, რაც არ არის სწორი ეკლესიური ცხოვრებისთვის - ლანძღვა, შეურაცხყოფა, ბუნტი და დაპირისპირება ვერასდროს იქნება ქრისტიანული ცხოვრების წესი. მეც  და თქვენც ყველა ვცდილობთ ვიაროთ ცხონების გზაზე და ვცხონდეთ, რაც  მრისხანებით ვერ მიიღწევა. ცხონება შესაძლებელია მოთმინებით, მორჩილებით, ღვთისადმი სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით. 
გთხოვთ დამშვიდდეთ და ვილოცოთ ერთმანეთის გასაძლიერებლად.

გთხოვთ არაფრით არ შეიძლება დაპირისპირება, ეს  ავნებს ჯერ ჩვენს სულს შემდეგ ეკლესიას და ჩვენს ისედაც ტანჯულ კუთხეს. მივიღე  მორჩილებით, მოთმინებით და თქვენც ასე გთხოვთ რომ მიიღოთ. ვილოცოთ, ღმერთით ყველაფერი დალაგდება და და  კარგად იქნება. მიყვარხაართ ყველა“,- წერს, დეკანოზი გიორგი ფუტკარაძე.


ცნობისთვის, სხალთის მთავარეპისკოპოსმა  სპირიდონმა, დეკანოზ გიორგი ფუტკარაძეს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. ბრძანებაში, რომელსაც ხელს მეუფე სპირიდონი აწერს, განმარტებულია, რომ ამის მიზეზი დეკანოზის მხრიდან ტაძრის აშენება გახდა, რომლის საქმის კურსში მთავარეპისკოპოსი არ ჩააყენა.

გიორგი ფუტკარაძეს, სხალთის ეპისკოპოსი,  საეკლესიო კანონიკის უხეში დარღვევას ედავება. 
სხალთის ეპარქიის მხრიდან, დამატებითი განმარტება, ამ დრომდე არ გაკეთებულა.