დედოფლისწყაროში, თავისუფლების ქუჩაზე, 66 წლის ქალის ცხედარი მეზობლის საცხოვრებელი სახლის აივანზე იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მეზობლებს შორის დაპირისპირება მოხდა.
დამატებითი დეტალები უცნობია.
ქალის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის გურჯაანის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.











