დედოფლისწყაროში 45 წლმადე ასაკის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
დღეს, დილით მასთან სახლში მისულ ძმას კაცი გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევა ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს ბოლო პერიოდის განმავლობაში პირადი პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლს.
ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.




