ჩაქვში მედიკოსთა 56-ე ტრადიციული საერთაშორისო სკოლა-კონფერენცია ,,თანამედროვე კლინიკური მედიცინა, მიღწევები და უახლესი ტექნოლოგიები, ახალი ათასწლეულის მედიცინა“ გაიხსნა. 

კონფერენციის გახსნას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დაესწრო. მარი ზანაქიძე მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა.
კონფერენციაზე განიხილება სხვადასხვა თემატიკა, მათ შორის: ნეიროგამოწვევები ზოგადი საექიმო პრაქტიკის ჭრილში, მორფოლოგიური კვლევები, დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის აქტუალური საკითხები, ახალი ტექნოლოგიები და მიღწევები ნაყოფის მედიცინასა და პრენატალურ ულტრაბგერით დიაგნოსტიკაში და სხვა. 
კონფერენცია საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის მედიცინის დეპარტამენტის, სხვა ასოციაციებისა და ორგანიზაცია-დაწესებულებების ეგიდით იმართება და მასში სხვადასხვა ქვეყნის დელეგატები მონაწილეობენ.