„დინამო თბილისი“ ეროვნული ლიგის 21-ე ტურში ფოთში „კოლხეთის“ ესტუმრა და 3:1 დაამარცხა.

ანგარიში თბილისელთა თავდამსხმელმა თორნიკე მორჩილაძემ 30-ე წუთზე გახსნა, მაგრამ „კოლხეთმა“ სტუმრებს ევჰენი ლეშჩინსკის ზუსტი დარტყმით უპასუხა და პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა.

დინამოელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვეს. 51-ე წუთზე მორჩილაძემ დუბლი შეასრულა და გუნდი წინ გაიყვანა, ხოლო საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე ირაკლი სირაძემ შეასრულა.

21 ტურის შემდეგ მოპოვებული 36 ქულით „დინამო თბილისი“ მესამე ადგილზეა, ხოლო „კოლხეთი“ (14) კვლავ ბოლო პოზიციაზე რჩება.