ბათუმის მერიის ორგანიზებით ბათუმში წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე ის სპორტსმენები, მწვრთნელები, გუნდები და კლუბები დაჯილდოვდნენ, რომლებმაც მნიშვნელოვან სპორტულ წარმატებებს მიაღწიეს, ასევე სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანები.

ღონისძიება ყოველწლიურია და მისი მიზანია სპორტის განვითარების მხარდაჭერა და წარმატებული სპორტსმენების სტიმულირება.

„დღეს განსაკუთრებული საღამოა ბათუმისთვის, როგორც ევროპის სპორტის ქალაქისათვის - დავაჯილდოვეთ ჩვენი სპორტსმენები, მწვრთნელები და სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანები, დავაფასეთ მათი დაუღალავი შრომა, ძალისხმევა და გამარჯვებები.
თითოეული თქვენგანი მაგალითია მომავალი თაობისთვის, მოტივაცია და შთაგონება ჩვენი ახალგაზრდებისთვის. გულწრფელად გილოცავთ მიღწეულ წარმატებებს და მადლობას გიხდით იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რომელიც არა მხოლოდ თქვენს პირად კარიერას, არამედ ჩვენს ქალაქს და ქვეყანას საამაყოს ხდის“ - აღნიშნა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.

სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები:
წლის სპორტსმენი - სალომე მელია, მამუკა კორძაია;
წლის მწვრთნელი - ხათუნა გიორგაძე, ჯემალ კილაძე;
წლის დებიუტანტი - მარიამ კალანდაძე, რატი დიასამიძე;
წლის ვეტერანი - უჩა მაისურაძე, პაატა ურიადმყოფელი;
წლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი - ზვიად აბაშიძე, ნონა გორგილაძე, ეთერ ხიმშიაშვილი, კახაბერ ხომერიკი, გიორგი კიკალიშვილი;
წლის სპორტული ჟურნალისტი - სეილან წილოსანი, დარეჯან ძიძიშვილი, ირაკლი დარცმელიძე;
სპორტის მოამაგე - დარეჯან დიასამიძე, თალიკო გაბეჩავა, იასონ კამკია, სვეტლანა უტიანსკაია, შალვა ტაბაღუა; 
წლის გუნდი - ხელბურთის კლუბი ბათუმი (შავი ზღვის ბიჭები);
სპორტული კლუბი-კარგი მმართველობა - ხელბურთის კლუბი ბათუმი;
განსაკუთრებული სპორტული მიღწევები - ანრი გოგუაძე, კობა გოგუაძე, ზებურ აბაშიძე, ლუკა მახარაძე; 
სპორტსმენი ბათუმისთვის - ელენე ქათამაძე, ირინე ჩხეტიანი, გიგა ბაინაზიშვილი, ანრი მიქელაძე, ირაკლი სულაბერიძე, ნიკოლ ფადეევა, აბუსერ აბუსერიძე, ლელა ჩოფიკაშვილი, სესილი ბერძენიშვილი, მერაბ ჭანტურია, ედუარდ ხომერიკი, მარიამ ქათამაძე, საბა დიასამიძე; 
წარმატებული კლუბი - საჭადრაკო კლუბი ნონა, ბათუმის სპორტული ცენტრი, ფრენბურთის კლუბი ბათუმი; 
მებრძოლი გუნდი - ბათუმის სპორტული ცენტრის ქალთა ფეხბურთის გუნდი, ბათუმის სპორტული ცენტრის ქვიშის ფეხბურთის გუნდი;
სპორტის ერთგული მსახურებისთვის - ჯემალ არობელიძე.