საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ოთხშაბათს, 31 ივლისს, 20.00 საათზე, კახეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი მაგისტრალური გზის ავტოტრანსპორტისთვის გახსნის ღონისძიება იგეგმება.
ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, აზიის განვითარების ბანკის და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, ბაკურციხე-წნორის შემოვლითი 16.6 კმ-იანი გზა, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის და 6 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. ახალი გზა გვერდს აუვლის წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგს, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს). პროექტის ღირებულება 87.8 მილიონი ლარია.
ფოტო არქივიდან.