ახალი სასწავლო წლის დაწყება, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან კიკნაველიძემ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად , სოფელ დიმის 1 საჯარო სკოლის, ნერგეეთის, წყალთაშუის და წითელხევის საჯარო სკოლების პედაგოგებს და მოსწავლეებს მიულოცეს.
„ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ პედაგოგებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს.
განსაკუთრებით კი პირველ კლასელებს, რომლებიც დღეს ცხოვრების ახალ საფეხურზე გადავიდნენ. მინდა გისურვოთ წარმატებული სასწავლო წელი, თქვენი წარჩინებით გაგეხარებინოთ როგორც ჩვენი მუნიციპალიტეტი, ასევე სრულიად საქართველო.
ჩემს დიდ პატივისცემას გამოვხატავ პედაგოგებისადმი, თქვენი ღვაწლი შეუფასებელია მომავალი თაობის აღზრდასა და განითარებაში, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე ძვირფასო მასწავლებლებო".
განაცხადა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ.
წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 169 პირველ კლასელი დარეგისტრირდა, პატარებს სკოლებში წიგნებთან ერთად საჩუქრად ნეთბუქები გადაეცათ.