ანიგრო კუნჭულია ხანდაზმულია და მარტო ცხოვრობს.
დაზარალებულის მდგომარეობას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან და ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენელ ლევან კაცაძესთან ერთად გაეცნო.
ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში შესაბამისი სამსახური განიხილავს.
ანიგრო კუნჭულიას ყველა იმ სერვისის ფარგლებში გაეწევა დახმარება, რაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას ხანძრით დაზარალებული და ხანდაზმული მოქალაქეებისთვის აქვს განკუთვნილი.
ამ ეტაპზე კი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქის საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოხდება.