“2024 წლის მუნიციპალური ბიუჯეტის 22,6% დაიხარჯება განათლების სფეროზე (8,546 მილიონი ლარი, გასულ წელთან შედარებით 1,157 მილიონით ზრდა). ჩვენი ამოცანა იქნება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პირობების და მომსახურების გაუმჯობესება, პერსონალის ხელფასების კიდევ გაზრდა და ინფრასტრუქტურის განახლება. ამ ეტაპისთვის 2024 წელს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მომუშავე პერსონალს ხელფასი 100 ლარით მოემატება. 2024 წელს 9 საბავშვო ბაღისათვის სრულიად ახალ, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშნებლობას ვგეგმავთ,“- ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იგეგმება ახალი სკოლების მშენებლობა, არსებული რამდენიმე სკოლის კაპიტალური განახლება და რეაბილიტაცია.
„განათლების სამინისტროსთან ერთად, ოზურგეთში განხორციელდება რამდენიმე საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის სრული განახლება, ხოლო აშენდება 5 ახალი საჯარო სკოლა.
2024 წლიდან ვიწყებთ ჩვენი ახალგაზრდების წახალისების და ვაფართოებთ მხარდაჭერის პროგრამას. 100%-იანი გრანტის მფლობელ ახალგაზრდებთან ერთად წახალისდებიან 70%-იანი გრანტის მფლობელებიც,” - განაცხადა ოზურგეთის მერმა.