აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს "ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისი დამატებით შვიდმა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა. საკუთრების რეგისტრაციის პროცედურა ბათუმის იუსტიციის სახლში გაიმართა.

მიმდინარე წელს, სამინისტროს პროგრამით, ამ დრომდე 99-მა ოჯახმა ისარგებლა, წლის განმავლობაში გათვალისწინებულია თანადაფინანსებით 120 ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებლის შეძენა.
2024 წელს გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი და 5 016 840 ლარი შეადგინა. შესაბამისად, გაიზარდა თითოეულ ეკომიგრანტ ოჯახზე სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების წილი 50 000 ლარამდე.
პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ეკომიგრანტთა მუდმივად განახლებად ერთიან ელექტრონულ ბაზაში და მინიჭებული აქვთ პრიორიტეტულობის ქულა. პროგრამაში ჩართვისთვის ბენეფიციარმა უნდა მიმართოს შესაბამის თვითმმართველ ერთეულს დაზიანებული საცხოვრებელი ფართის მდებარეობის მიხედვით.