გორელმა მოჭიდავეებმა 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლები აიღეს.

ჩემპიონატს გორის სპორტის სასახლემ უმასპინძლა.

 

შეჯიბრების დაწყებამდე ლეგენდარულ ქართველფალავან ლევან თედიაშვილის ხსოვნს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

 

საქართველოს ჩემპიონატს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ესწრებოდა გამარჯვებულები დააჯილდოვა.

 

შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდნენ სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, როგორც ვაჟები, ასევე გოგონები.

 

ტურნირი გორში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

ფინალში გამარჯვებული სპორტსმენები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

 

საქართველოს ჩემპიონატი გორში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებიტა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.