თბილისის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტია შენობა უნდა დაიბრუნოს. 

ჩვენ შევძლებთ 5 მილიონის მოძიებას, რომ პარტიის შენობა დაუბრუნდეს მის ბუნებრივ, კანონიერ მფლობელს ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".ეს არის გამარჯვების ერთ-ერთი გასაღები და გაცხადებული მიზანი." - წერს ზვიად კუპრავა "ფეისბუკში".

შეგახსენებთ, 2025 წლის 14 მარტს  პარტიამ გაავრცელა განცხადება, რომ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებით გაიყიდა კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარტიის ცენტრალური ოფისი.