ამ აგენტურამ ვერ გაიგო, რომ ქართველ ხალხს არ ადარდებს რას ამბობს რომელიმე გაზეთი თუ უცხოელი აქტორი, ქართველ ხალხს აინტერესებს, როგორ მოქმედებს მისი არჩეული ხელისუფლება. ამიტომ, რა სტატიებიც უნდა დაიბეჭდოს, რა განცხადებებიც უნდა აკეთონ კრებსითმა კუბილიუსებმა, აქაური აგენტურის საქმე დამთავრებულია, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, დემოკრატიის განადგურების გეგმაში ბიძინა ივანიშვილის მხილება „ვაშინგტონ პოსტის“ წერილით, სერიოზული განაცხადია და მისი საქმე მძიმედაა, სანქციებისა თუ სხვა გზებით, მასზე ზეწოლა საგრძნობლად გაიზრდება.
ქადაგიძის თქმით, ოპოზიცია იმდენად უუნაროა, იმდენად განულებულია საზოგადოებაში მათი მხარდაჭერა, რომ მხოლოდ გარედან გაკეთებული განცხადებები აცოცხლებთ.
„სამადაშვილის ეს განცხადება პირდაპირი გამოხატულებაა დღევანდელი ოპოზიციის დეგრადაციის და განადგურების. იმდენად უუნაროები არიან, იმდენად განულებულია საზოგადოებაში მათი მხარდაჭერა, რომ აცოცხლებთ ერთადერთი რამ - გარედან გაკეთებული განცხადებები. ეს ხალხი მხოლოდ ერთ რამეს ელოდება - როდის დაიწერება ყალბი და ტყუილებზე აგებული სტატია რომელიმე უცხოურ გამოცემაში, რომ შემდეგ თქვან - " აი, უცხოელები ამბობენ"...
ამ აგენტურამ ვერ გაიგო, რომ ქართველ ხალხს არ ადარდებს რას ამბობს რომელიმე გაზეთი თუ უცხოელი აქტორი, ქართველ ხალხს აინტერესებს, როგორ მოქმედებს მისი არჩეული ხელისუფლება. ამიტომ, რა სტატიებიც უნდა დაიბეჭდოს, რა განცხადებებიც უნდა აკეთონ კრებსითმა კუბილიუსებმა, აქაური აგენტურის საქმე დამთავრებულია“,- წერს ზურაბ ქადაგიძე.