არ გაგვიმართლა გუშინ, გაგვიმართლებს ხვალ - ეგაა ფეხბურთი, მაგიტომ ვუყურებთ ყველა. - ამის შესახებ პარტია "გიღცი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:
"ტრაპეცია დროშის გაშლაზე ცრემლები წამოვიდა. მერე ჰიმნზეც. გოლზე - არ ვიცი რა ჰქვია მაგ ემოციას ძალიან მაგარი თამაში იყო. დიდხანს რომ გაგვყვება და გვალაპარაკებს ისეთი მაგარი არამხოლოდ იმიტომ იყო რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ და არც მხოლოდ იმიტომ რომ პირველი თამაში ევროპაზე ღირსეულად ჩავატარეთ, არამედ, იმიტომაც რომ თურქებმა არანაკლები მონდომებით და არანაკლები ღირსებით ითამაშეს. არ გაგვიმართლა გუშინ, გაგვიმართლებს ხვალ - ეგაა ფეხბურთი, მაგიტომ ვუყურებთ ყველა."