რუსულ კანონზე „ოცნების“ ე.წ. არგუმენტები არის ტყუილი - სახელმწიფო სრულად ხედავს იმ უცხოურ ფულს, რაც ქვეყანაში შემოდის,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
„რუსულ კანონზე „ქართული ოცნების“ ე.წ. არგუმენტები არის სრული ტყუილი. სახელმწიფო სრულად ხედავს თითოეულ თეთრს, თითოეულ ლარს, რაც აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს და იმ უცხოურ ფულს, რაც ქვეყანაში შემოდის. მაყურებელი თავისთვის სვამს კითხვას, როდესაც ტელევიზორს მოსცილდება და მაცივარს გამოაღებს - ჩემს მაცივარში გაჩნდება თუ არა პროდუქტი ამ რუსული კანონით. ყველამ კარგად იცის, რომ ეს სიღარიბე, ეკონომიკური გაჭირვება არის არა არასამთავრობო ორგანიზაციების, ან ოპოზიციის, ან მედიის ბრალი, არამედ არის იმის ბრალი, რომ კობახიძე, მნდინარაძე, ღარიბაშვილი, თალაკვაძე, ივანიშვილის ეს საცეცები მდიდრდებიან, მილიონერები ხდებიან",- განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში ზურაბ ჭიაბერაშვილმა.