ნებისმიერი განცხადება, რაც ივანიშვილის რეჟიმისგან მოდის სხვადასხვა ტონალობაში, უნდა აღვიქვათ როგორც ქართული საზოგადოების, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დაბნევის მცდელობა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით დღეს გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, „როდესაც ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ რუსული კანონი არ სჭირდება საქართველოს, ეს მათი მხრიდან არის სიტყვების თამაში“.
„სინამდვილეში ეს კანონი არის წმინდად რუსული, ეს კონგრესმენებმა მკაფიოდ თქვეს თავიანთ წერილში, რომ არანაირი საერთო ამ კანონს ან ამერიკულ ან ევროპულ კანონებთან საერთო არ აქვს. შესაბამისად, ეს კანონი რის რუსული თავისი არსით და მოტივაციით“, – აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.