"ეს ვიზიტიც ნათლად მეტყველებს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ აპირებენ ქართველი ხალხის მიტოვებას ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში, რასაც ჰქვია ქვეყნის ევროპული მომავალი, ქვეყნის დამოუკიდებლობა სუვერენიტეტი."- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა შვედეთის მინისტრთან შეხვედრასთან დაკავშირებით.
"ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დაუპირისპირდა ქართველ ხალხს და ამ დაპირისპირებაში გამარჯვება აუცილებლად იქნება ქართველი ხალხის მხარეს გამომდინარე იქიდან, რომ მთელი მსოფლიო, ჩვენი დასავლელი პარტნიორები დგანან ჩვენს გვერდით." - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა