"კიდევ ერთხელ! გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში. ის პირდაპირ არის ჩართული 4 ოქტომბრის არეულობის დაგეგმვაში და იქნება მისი გათავისუფლების მცდელობა" - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში საქართველოს ხელისუფლების მისამართით წერს.
ზაალ ანჯაფარიძემ ხელსიუფლებას ანალოგიური მოწოდებით რამდენიმე დღის წინაც მიმართა:
"ტრადიციულად არცერთ ხელისუფლებას არ სიამოვნებს გარედან რჩევების მიღება. საქართველოში კი განსაკუთრებით მკაფიოდ იგრძნობა ეს 33 წლის მანძილზე.და მაინც, თავს უფლებას მივცემ ვურჩიო ხელისუფლებას, რომ 4 ოქტომბრამდე გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი ციხეში, მითუმეტეს რომ მისი ჯანმრთელობა უკვე იძლევა ამის საშუალებას. ეს საჭიროა ყველანაირი, მათ შორის ცუდი სცენარის თავიდან ასაცილებლად.რატომ უნდა გაკეთდეს ეს? თუ 4 ოქტომბერს ოპოზიცია რადიკალურ და ძალადობრივ სცენარზე წავიდა, რისი მაღალი ალბათობაც არსებობს, თუ შედარებით ბევრი ხალხი მოგროვდა, და საპროტესტო მუხტმა აიწია, შესაძლოა ცხელმა თავებმა გადაწყვიტონ "ვივამედიდან" მიშას ძალისმიერი გზით გამოყვანა. ამ დროს, დაცვას შეიძლება მოუწიოს იარაღის გამოყენება. ტყვია კი ბრმაა ... დეტალებში აღარ შევალ. წარმოვიდგინოთ მკვდარი სააკაშვილი, ამას მოყოლილი მძაფრი საერთაშორისო რეზონანსი ქვეყნის და ხელისუფლების მიმართ და პროტესტისთვის ახალი სტიმულის მიცემაშეიძლება მითხრან, რომ სურათს ვამუქებ, ვაჭარბებ, მაგრამ ასეთ არაორდინალურ სიტუაციაში უმცირესი რისკიც კი დაზღვეული უნდა იყოს" - წერს ზაალ ანჯაფარიძე.