"ზოგადად, ევრობიუროკრატიას და ახლადგამომცხვარ ევროლიდერებს მოუწევთ ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ბევრი რამის ახსნა, მათ შორის უკრაინის თემაზეპრინციპი "არავითარი მოლაპარაკება უკრაინაზე უკრაინის გარეშე," ფაქტიურად დარღვეულია და ესეც ამ პრინციპის ლობისტის - ევროკავშირის პოლიტიკის მარცხის ერთერთი მაჩვენებელია" - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

"დახუნძლულია მედია და ექსპერტული სივრცე აშშ-რუსეთის მოსალოდნელ გარიგებაზე უკრაინაში ომის შესაჩერებლად.

ცოტა ხნით ანალიტიკოსის ტყავიდან ამოვალ და როგორც რიგითი მოქალაქე ვიკითხავ: არის თუ არ ეს ევროკავშირზე სრული თავლაფდასხმა, როდესაც "რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაზე" მეოცნებე, იძულებული გახდება შეურიგდეს იმ მწარე რეალობას, რომ ის არც კი ჩართეს უკრაინაზე მოლაპარაკებებში.

ზოგადად, ევრობიუროკრატიას და ახლადგამომცხვარ ევროლიდერებს მოუწევთ ევროკავშირის მოქალაქეებისთვის ბევრი რამის ახსნა, მათ შორის უკრაინის თემაზე პრინციპი "არავითარი მოლაპარაკება უკრაინაზე უკრაინის გარეშე," ფაქტიურად დარღვეულია და ესეც ამ პრინციპის ლობისტის - ევროკავშირის პოლიტიკის მარცხის ერთერთი მაჩვენებელია. ამ ყოველივეს ექნება თავის შედეგი, რადგანაც 3 წელი ევროკავშირის მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ უკრაინის გამო მათ საკუთარი კეთილდღეობის რაღაც ნაწილი უნდა დაეთმოთ, რომ უსაფრთხოდ ეცხოვრათ. ეს სატყუარა საპნის ბუშტივით გასკდა", - წერს ზაალ ანჯაფარიძე.