"ერთიანობა-გაერთიანება“ ის მანტრაა, რომელიც ოპოზიციურმა „ბაბლმა“ მის მთავარ გზავნილად აქცია, რაც იმის ნიშანია რომ უჭირთ, თან უჭირთ სერიოზულად,- ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ერთიანობა-გაერთიანება“ ის მანტრაა, რომელიც ოპოზიციურმა „ბაბლმა“ მის მთავარ გზავნილად აქცია, რაც იმის ნიშანია რომ უჭირთ, თან უჭირთ სერიოზულად. რატომ არ/ვერ ერთიანდება ოპოზიცია ამდენი მოწოდებების, მცდელობების და გეგმების მიუხედავად?
იმიტომ, რომ გაერთიანება ნიშნავს ერთმანეთში პოლიტიკურად აზელვას, იმ პარტიების ერთი ქოლგის ქვეშ დადგომას, ვისაც 2024 წლის არჩევნებზე ამომრჩეველმა მკაფიოდ უთხრა „არა.“
თუ გაერთიანება მაინც მოხდა, ჩვენს ამომრჩეველს კიდევ უფრო გაუადვილდება არჩევანის გაკეთება მათ შორის, ვინც მზად არის ქვეყნის სუვერენიტეტის, ერის იდენტობის და დამოუკიდებლობის სხვა ატრიბუტების დათმობა- დაკარგვისთვის, და ვინც ამ ყველაფრის დაცვას და შენარჩუნებას ცდილობს, როგორც შეუძლია.
გარდა ამისა, ყველა ხვდება, თუ ვინ შეასრულებს ამ „გაერთიანებაში“ მთავარ და ვინ მეორეხარისხოვან როლს. ეს კიდევ ერთი არგუმენტია იმ პარტიებისთვის, ვინც გაერთიანებაზე თავს იკავებს და სწორადაც იქცევა. მათთვის ეს პოლიტიკურ რუქაზე დარჩენის გზაა."- წერს ზაალ ანჯაფარიძე.