„ვაგნერის“ შეიარაღებულ ამბოხზე ვლადიმერ პუტინის პასუხი იყო სუსტი. რუსეთის პრეზიდენტი კარგავს კონტროლს საკუთარ ხალხზე.

 ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „სიენენისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ის ყველაფერს არ აკონტროლებს. „ვაგნერის“ ღრმად შესვლა რუსეთში და გარკვეული რეგიონების აღება აჩვენებს, რამდენად ადვილია ამის გაკეთება. პუტინი არ აკონტროლებს ვითარებას რეგიონებში. მთელი ძალაუფლების ვერტიკალი, რომელიც მას ჰქონდა, უბრალოდ იშლება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის დაზვერვის ანგარიშებმა აჩვენა, რომ კრემლი ცდილობდა, დაედგინა, რამხელა მხარდაჭერა ჰქონდა პრიგოჟინს და აღმოჩნდა, რომ ეს რუსეთის მოსახლეობის ნახევარს წარმოადგენდა.