„ჩვენ სრული შეგნებით ვთვლით, რომ კანონი გამჭვირვალობის შესახებ არის ქართული,“ - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონულმა მდივანმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო განიხილებოდა. მისივე თქმით, პრეზიდენტი გარე ძალების დაკვეთას ასრულებს, რაც არის მიზეზი კანონის გარშემო მოლაპარაკებების გზის სასწრაფოდ დახურვის.

„დეპუტატმა მაჭუტაძემ ბრძანა, სამი მოსმენით მიიღეთ ეს ქართული კანონი და გვარამიას ნათლულის ვეტოს ელოდებოდითო? არა ბატონებო.

ჩვენ სრული შეგნებით ვთვლით, რომ ეს კანონი არის ქართული. ახლა მეორე - ჩამობრძანებული იყო ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ო’ბრაიენი, რომელსაც შეხვედრა ჰქონდა პრემიერ-მინისტრთან. ბატონმა ო'ბრაიანმა, შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვეტოს ფარგლებში მოტივირებული შენიშვნებით როდესაც წარდგება გვარამიას ნათლული, იქნებ მსჯელობაში შეხვიდეთ და რაიმე კონსენსუსამდე მიხვიდეთო. დამოუკიდებელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კი გასაგებად თქვა - ჩვენ მზად ვართ, შევიდეთ მსჯელობაში თუ მოვისმენთ არგუმენტირებულ, მოტივირებულ შენიშვნებსო.

მიუხედავად ამისა, გვარამიას ნათლულმა, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის გამაერთიანებელი, საინტერესოა, რატომ მიიღო სასწრაფო გადაწყვეტილება და რატომ ჩაკეტა მოლაპარაკებებისთვის გზა, თუ მას კიდევ გავმეორდები, არ აქვს დაკვეთა, იმ უცხოელი ძალებისგან, რომელთა დაკვეთასაც პრაქტიკულად ასრულებს,“ - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენმა პლატფორმა X-ზე დაწერა: „ვაცხადებ სავიზო შეზღუდვის მიზნით ახალ პოლიტიკას მათთვის, ვინც  პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, მათ შორის, „უცხოური გავლენის" შესახებ „ქართული ოცნების" შემოთავაზებულ „ქართული ოცნების“ შემოთავაზებული კანონზე".

ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „საქართველოში დემოკრატიის შელახვის გამო სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის შესახებ" სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე პრესისთვის განცხადებას აქვეყნებს.

შეგახსენებთ,  საქართველომ უნდა გაიწვიოს მიმდინარე ფორმით არსებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, აცხადებს ვენეციის კომისია - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით დადგენილი შეზღუდვები გამოხატვის თავისუფლებასთან, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან შეუთავსებელია

2024 წლის 18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო დაადო.

"დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით, არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუცია და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.

ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივ ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს" - განაცხადა პრეზიდენტმა. 

84 მომხრე - 30 წინააღმდეგი  დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით 2024 წლის 14 მაისს მიიღო.  რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება,

 ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა  ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. -  ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ

ასევე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს - რა წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში

2024 წლის 3 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც,  საპროტესტო აქციებით დღემდე გრძელდება.