ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„საბოლოოდ, რაღაც კარგი ამბავი საქართველოდან, მადლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ამ გადაწყვეტილებისთვის“, – წერს კრამონი.
თბილისში 2023 წლის 7 - 9 მარტს გამართულ აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ დღეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დღესვე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია
Finally, some good news from Georgia 🇬🇪
— Viola von Cramon 🇺🇦🇪🇺🇮🇱 (@ViolavonCramon) April 12, 2024
thank you President @Zourabichvili_S for this decision. https://t.co/pYJZdraPQL