ვინ ჩაანაცვლებს ჯანდაცვის მინისტრად დანიშნულ მიხეილ სარჯველაძეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ფრაქციაში იმსჯელებენ და კომიტეტის თავმჯდომარის თავმჯდომარის კანდიდატურას სწორედ ფრაქცია წარადგენს.

"გვექნება მსჯელობა. ფრაქცია წარმოადგენს კანდიდატურას. მომავალ კვირას არის სასესიო კვირა და ფრაქციაში ვიმსჯელებთ” - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ მიხეილ სარკველაძე კომიტეტის გამორჩეული თავმჯდომარე იყო.

“მისი კომიტეტი გამოირჩევა იმით, რომ ორიენტირებულია ადამიანის უფლებებზე, სოციალურ, შრომის საკითხებზე, ასევე ჯანდაცვაზე - ეს უფლებაც ამ კომიტეტის განსახილველ საკითხებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. მთავარი მიმართულება, რაც პრემიერმა დაისახა კაბინეტისთვის და ამ სამინისტროსთვის - დარწმუნებული ვარ, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან უშუალო კომუნიკაციით იქნება გადაწყვეტილება მიღებული”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

შეგახსენებთ: მიხეილ სარჯველაძე, რომელიც პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა. სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დღეს წარადგინა.