მანამდე არცერთი გადაცემა არ მოსწონდათ, ახლა აღმოჩნდა, რომ ყველა მოსწონთ, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრმა, ვასილ მაღლაფერიძემ არხზე გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.
„ფინანსური და ტაქტიკური მიზეზების გამო გარკვეული გადაცემები იხურება, გარკვეულ გადაცემებში შედის შესწორებები და ა.შ. განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც სამეურვეო საბჭომ დაამტკიცა ეს არსებული ბიუჯეტი. ვინც ახლა, პოლიტიკურ პოზიციას აფიქსირებდა, ეს ცუდია, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს ეთიკის კოდქსი ამისგან თავის შეკავებას მოუწოდებს. ეს არის გარკვეული რესტრუქტურიზაციები, რომელიც თანამდევი პროცესია. მანამდე არცერთი გადაცემა არ მოსწონდათ, ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე ყველა გადაცემა მოსწონთ და ა.შ. “, - განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში ვასილ მაღლაფერიძემ.
ინფორმაციისთვის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ცვლილებების შედეგად სრულად იხურება არხი „ტელესკოლა“,„დღის კოდი“, „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“, „ფერმა“, „თავისუფალი ხედვა გიორგი გვიმრაძესთან ერთად“, „ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ“, „ნატალიასთან და დათუნასთან ერთად“, „კაცები PLAY“.