პარლამენტარების დასანქცირება, კანონი რატომ მიიღეთო, თავად პარლამენტარიზმის იდეას კლავს და შავი დღეა დემოკრატიისთვის - ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს:
"კანონი არაფერ შუაშია და არ არის საჭირო თავის მოსულელება!
პარლამენტარების დასანქცირება, კანონი რატომ მიიღეთო, თავად პარლამენტარიზმის იდეას კლავს და შავი დღეა დემოკრატიისთვის. ეს ,შემთხვევა მსოფლიო ისტორიაში დარჩება ტრაგი-კურიოზულ მაგალითად!
საცოდავი გამოხატვის თავისუფლება ხომ საერთოდ კუთხეში ცოცხის უკან იმალება, იცის, სანქციას არ აკმარებენ.
ვისაც არ ახსოვს და აინტერესებს, ე, ესეთი იყო ბოლშევიზმი - მხოლოდ ის იყო სიმართლე, რასაც თვითონ ამბობდნენ და სანქციებიც მაგარი იცოდნენ!
ვისაც ეს გიხარიათ, მიდით ბიბლიოთეკაში და გადახედეთ 30-იანი წლების პრესას!"